ატენის ქუჩაზე, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს მდივანმა უპასუხა.
აქციის მონაწილეების თქმით, ატენის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსს, ირინა იმერლიშვილის მეუღლე აშენებს.
თავად უშიშროების საბჭოს მდივანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
“თუ არ ვცდები 60-მდე ოჯახია, რომელიც ელოდება სახლს. ისევე როგორც ეს ოჯახები, ჩვენც ველოდებით იქ ბინას. ეს არის, ჩვენი ურთიერთობა ამ კორპუსთან. დანარჩენი არაფერი, მშენებლობის ნაწილში ჩვენ ჩართულები არ ვართ, არც მე და არც ჩემი მეუღლე,“ - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.