19 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
"ეჭვები "რუსთავი 2"-ის საქმესთან მიმართებაში კიდევ უფრო მყარდება" - ანა ნაცვლიშვილი

ეჭვები რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებაში კიდევ უფრო მყარდება გუშინდელი მოქმედებით- ეს განცხადება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების მხარეებისთვის ფოსტის საშუალებით გაგზავნის ფაქტს გამოეხმაურა.

 „თავისთავად ის, რომ როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე მეორე ინსტანციაში, კონკრეტული მოქმედების გამო გაჩნდა ძალიან სერიოზული ეჭვები რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებაში, კიდევ უფრო მყარდება გუშინდელი მოქმედებით, რომელიც ცალსახად აჩქარებს პროცესს. რაც რჩება, ეს არის უზენაესი სასამართლოს მიერ ამ საკითხის განხილვა და მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო დაუშვებს ამ დავას და მიიღებს მას განსახილველად და მეორე, გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ პროცესის მიმართ აღდგეს ნდობა,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები