მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი, რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების მხარეებისთვის ფოსტის საშუალებით გაგზავნის საკითხს ეხმაურება. კინწურაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული ფორსირებულ ტემპში, არჩევნებამდე შეცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა.
„ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული ფორსირებულ ტემპში, არჩევნებამდე შეცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა. ეს დაკვეთა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შემდეგ ურთმელიძემ თავის გადაწყვეტილებაში მოახიდინა ამ დაკვეთის ფორმალიზება, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დააზიანებს არა ერთ კონკრეტულ ტელეკომპანიას, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესს, იმიტომ, რომ არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არჩევნებს არ ჩათვლის ნორმალურად ჩატარებულად, თუ არ იარსებებს კრიტიკული მედია,“-განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.