19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"მის მიერ არ უნდა ირღვეოდეს კანონი, ვინც კანონის სადარაჯოზე უნდა იდგეს," - ანი მიროტაძე სააპელაციო სასამართლოზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობაში რუსთავი 2-ის განჩინების ფოსტით გამოგზავნას ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ როდესაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ხდება პროცესუალური ნორმების დარღვევა, ეს ყველაფერი აჩენს ბევრ კითხვას, სამაუწყებლო კომპანიის საქმესთან დაკავშირებით.

„არ უნდა ირღვეოდეს კანონი და მითუმეტეს მის მიერ არ უნდა ირღვეოდეს კანონი, ვინც ამ სამართლიანობის და კანონის სადარაჯოზე უნდა იდგეს. ეს არის პირველ რიგში სასამართლო. დაჩქარებული ტემპები, ერთი რომ კითხვის ნიშნებს აჩენს და მეორე, არ არის კარგი, რადგან ხარვეზის გაპარვის არსებობა არის ძალიან მაღალი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინოს,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი. 

დღის ამბები