19 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"ხელისუფლება, სასამართლო მუშაობს, რომ "რუსთავი 2" ჩაახშონ"- ირმა ნადირაშვილი

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ისთვის გადაწყვეტილების ვადაზე ადრე გამოგზავნა ხელისუფლების ინტერესებში შედის. მათი თქმით, რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიზირებულია.  

"სააპელაციო სასამართლოს ბოლო ქმედებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო შტო ერთადერთი მიზნით მუშაობს, რომ რუსთავი 2 ჩაახშონ, არჩევნების ლეგიტიმაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი ეჭქვეშ დააყენონ,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიგი წერეთლის თქმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების რუსთავი 2-ისთვის ვადაზე ადრე ჩაბარებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ  ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ რუსთავი 2 აღარ იყოს ობიექტური ტელევიზია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, რუსთავი 2-ისა და ასევე ე.წ. კაბელების საქმეზე პროცესები არის პოლიტიზირებული.

თავისუფალი დემოკრატების წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის აზრით, ხელისუფლება რუსთავი 2-ის საქმეს უნდა გაემიჯნოს.

ახალი პოლიტიკურ ცენტრის - გირჩის წევრების თქმით, არც ერთი პრეცენდენტი არ არსებობს, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას მხარეს ფოსტით უგზავნის, გარდა რუსთავი 2-ის საქმისა.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები