19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
კახა კოჟორიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ვადაზე ადრე ჩაბარება კითხვის ნიშნებს აჩენს

პრეზიდენტის მრჩეველმა რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარი გააკეთა. კახა კოჟორიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ვადაზე ადრე გამოგზავნა კითხვის ნიშნებს აჩენს.

„კარგი იქნებოდა სასამართლოს დასაბუთებულად და არგუმენტირებულად განემარტა საზოგადოებისთვის, თუ რა კონკრეტული არგუმენტებით და მოტივაციით იყო განპირობებული, რომ ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი პრაქტიკიდან გადახვევას გადაწყვეტილების ჩაბარებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ვიცით, რომ წინასაარჩევნო გარემოში ვართ, რუსთავი 2-ის საქმის დაჩქარებულად, ფორსირებულად განხილვასთან მიმართებაში იმთავითვე არსებობდა კითხვის ნიშნები,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.  

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები