19 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და კორცხელის ინციდენტი - ევროსაბჭოს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა ანგარიშზე იმსჯელა

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს შესახებ შუალედურ ანგარიშზე იმსჯელა. დოკუმენტი კომიტეტის წევრებმა თბილისში ვიზიტის შემდეგ მოამზადეს.

დოკუმენტში საუბარია წინასაარჩევნო გარემოზე და რუსთავი 2-ის საქმეზე. ანგარიშში მოხვდა კორცხელსა და თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტებიც.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, შუალედური საინფორმაციო ანგარიში არ იქნება გასაჯაროებული.

"განვიხილეთ საარჩევნო სისტემის რეფორმა, ცხადი გახდა, რომ არჩევნები ძველი კოდექსის მიხედვით ჩატარდება, რაც სამწუხაროა. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს წინასაარჩევნოდ ძალადობის შემთხვევები,"- განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა, ბორის სილევიჩმა. 

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ბორის სილევიჩმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პრესის თავისუფლება დაცული იყოს. უკეთესია თუ სასმართლო გადაწყვეტილებას არჩევნების წინ არ გამოიტანს,“- განაცხადა ბორის სილევიჩმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე. 

დღის ამბები