მთავრობის წევრებს დღეს რუსთავი 2-ის საქმეზე საუბარი არ სურთ. მინისტრები ამბობენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოგზავნის შეფასება მათ კომპეტენციას სცდება.
დღეს სააპელაციო სასამართლოს ქმედებების შეფასება აღარ სურთ უმრავლესობის წევრებს. კანონმდებლები ვერ აკონკრეტებენ დაირღვა თუ არა პარლამენტის მიერვე მიღებული კანონი.
სააპელაციო სასამართლოსგან განმარტებების აუცილებლობაზე საუბრობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და აღნიშნავენ, რომ პროცესების ფორსირება და კანონმდებლობით დადგენილი პრაქტიკიდან გადახვევა ხდება.
ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ პროცესების ფორსირება სწორედ ხელისუფლების მიერაა ნაკარნახევი და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.