სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყაზბეგი ევაკუირებულია. ამის მიზეზი დევდორაკის ხეობიდან მიღებული ზვავსაშიშროების სიგნალი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადი წარმოიშვა. ხეობაში აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა და გზები ჩაკეტილია.
დაახლოებით, 19:00 საათისთვის დევდორაკის მყინვარზე მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, თუმცა უცნობია როდისთვის გაიხსნება გზა.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, სტიქიის საშიშროებას კი გეოლოგები სწავლობენ.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.