მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, მარცხენა სანაპიროზე. დიდი სისწრაფით მოძრავი მოტოციკლისტი ტაქსს შეეჯახა, მოტოცილკის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს ინფორმაციით, პოლიცია შეეცადა დიდი სისწრაფით მოძრავი მოტოციკლისტის შეჩერებას, თუმცა სწორედ ამ დროს მოხდა ავარია.
საქმე აღძრულია 276 მუხლის 5 ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.