19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
საკადრო ცვლილებები "იმედში" და თანამშრომლების პოზიცია

საინფორმაციო სამსახურის უფროსის ცვლილებაზე დამატებითი განმარტებები ტელეკომპანია იმედში არ გაკეთებულა. ქრონიკის თანამშრომლებმა საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გამოხატეს.

მათთვის მიუღებელია წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი საკადრო ცვლილება და მიაჩნიათ, რომ ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად რაიმე ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

გუშინ ცნობილი გახდა,რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი ნანა ლეჟავამ შეცვალა, რომელიც გუშინვე შეხვდა თანამშრომლებს. თაბაგარი კი გენერალური დირექტორის კონსულტანტად დაინიშნა.

დღის ამბები