19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ანგარიში ივანიშვილს - საზოგადოებრივი მოძრაობა საინფორმაციო ხასიათის კამპანიას იწყებს

ანგარიში ივანიშვილს - საზოგადოებრივი მოძრაობა საინფორმაციო ხასიათის კამპანიას იწყებს. პროექტის ფარგლებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა იმ უკანონო ფაქტის გამოვლენა და აღრიცხვა იგეგმება, რომელიც მოძრაობის წევრების თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ჩაიდინა. ერთიან ანგარიშს საზოგადოებრივი მოძრაობა ყოფილ პრემიერმინისტრს 8 ოქტომბერს წარუდგენს.

“ჩვენ შევაგროვებთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს, იმ ფაქტებს, რომელიც არის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებში. ასევე ჩვენ მოვუწოდებთ მოქალქეებს, იმათ, ვინც უშუალოდ არ არიან მიბმული ივანიშვილზე ამა თუ იმ კორუფციული სქემით, რომ მოვიდნენ და გვიამბონ ის, თუ რისი მსხვერპლიც არიან ამ ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

დღის ამბები