19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
„კანონი უზენაესმა სასამართლომ უნდა განმარტოს"- ლევან მურუსიძე "რუსთავი 2"-სთვის გადაწყვეტილების კანონდარღვევით ჩაბარებაზე საუბრობს

„კანონი უზენაესმა სასამართლომ უნდა განმარტოს“-ეს განცხადება ლევან მურუსიძემ სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-სთვის გადაწყვეტილების ვადაზე ადრე ჩაბარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვრცელი პოზიციის დაფიქსირებისგან ისევ თავს იკავებს და არც კანონის შესახებ საუბრობს.

„მე ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, სანამ სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან პოზიცია დავაფიქსირო,“- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ლევან მურუსიძის თქმით, ვადაზე ადრე გადაწყვეტილების ჩაბარების მსგავსი პრეცედენტები სხვა საქმეების მიმართაც არსებობს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

დღის ამბები