19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში - უჩა ნანუაშვილმა "რუსთავი 2"-ის საქმეზე ისაუბრა

სახალხო დამცველის ანგარიშს დღეს პარლამენტი იხილავდა. დარღვევები სასამართლო სისტემაში, რუსთავი 2-ის საქმე და თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და გადაცდომები სამართალდამცველების მხრიდან - ეს იმ თემების ნაწილია, რომელიც უჩა ნანუაშვილის დოკუმენტში მოხვდა.

სახალხო დამცველმა რუსთავი 2-ის წილების დაყადაღებისა და დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

ომბუდსმენის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სახალხო დამცველს ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა, რაზეც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე ომბუდსმენის აპარატი თავიდანვე ითხოვდა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო.

ომბუდსმენს ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა, რაზეც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს.

სახალხო დამცველმა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა უკანონო იყო, მნიშვნელოვანია.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები