19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან მამაკაცების - 70 წლის, ხოლო ქალების 65 წლის ასაკიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. 

კანონი ფრაქცია ეროვნული ფორუმის მიერ იყო ინიცირებული. 

პროექტის მიღება და განხორციელება დაახლოებით 116 ბრალდებულის და მსჯავრდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული პროექტით, ამნისტია შეეხება იმ ტიპის ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რომელმაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუმცა იმ პირობით თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდეს. 

ამასთან, ამნისტია არ გავრცელდება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე და 344-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

დღის ამბები