ბაიკერების მდუმარე აქცია 4 პირის დაკავებით დასრულდა. მოყვარული ბაიკერები წუხელ გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე დააკავეს. დაკავებას წინ საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირება უძღოდა.
სავარაუდოდ, დაკავებული პირებიდან სამს დღეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისულფებენ, ერთს კი რამენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რუსთველის გამზირზე მისვლამდე ბაიკერებმა მსვლელობა თამარაშვილის გამზრირიდან დაიწყეს და საბრურთალოს რაიონის გავლით სწორედ იმ ადგილას მივიდნენ, სადაც 2 დღის წინ საპატრულო პოლიციის დადევნების შემდეგ შეჯახება ბაიკერსა და ავტომობილს შორის მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაიკერის გარდაცვალებით დასრულდა.
აქციის მონაწილები უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს და განმარტავენ,რომ საპატრულო პოლიცია ბაიკერებს ხშირად დაუსაბუთებლად აჯარიმებს.