საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე პარლამეტმა მოისმინა სახალხო დამცველი ანგარიში, რომელშიც ცენტრალური ადგილი მედიის მდგომარეობას, მათ შორის რუსთავი2-ის საქმეს და მოსამართლე ურთმელიძის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებს ეკავა.
ომბუდსმენმა გააკრიტიკა პირველი ინსტანციის განჩინებები ყადაღისა და დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ.
საუბარი ასევე შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის ფაქტის გამოძიებას სახალხო დამცველი თავიდანვე ითხოვდა.
ომბუდსმენს კითხვები აქვს ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.