სოფელ მულახის მაცხოვრებლები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიცემული პირობის შესრულებას ითხოვენ.
ბრიფინგი ამ თემაზე ადვოკატთა ასოციაციაში ასოციაციის თავმჯდომარემ და მულახის მოსახლეობის ინტერესების დამცველმა გამართეს.
იურისტების განმარტებით, მოსახლეობა იმ ტერიტორიის სანაცვლოდ ითხოვს კომპენსაციას, რომელიც მათ კურორტ თეთნულდის აშენების სანაცვლოდ დაათმობინეს. მთლიანობაში დაზარალებულია 100-ზე მეტი ოჯახი.
მათ დახმარებისთვის ადვოკატთა ასოციაციის დახმარებისთვის მიმართეს. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
“თუ არ იქნება თეთნულდის მოსახლეობის ინტერესები დაკმაყოფილებული, დაიწყება საპროტესტო აქციები, რომელიც ხელისუფლებისთვის კარგი არ იქნება,“ - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.