19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
არ გვეშინია რუთავი2-ის, არც გვსურს რუსთავი2 ქართულ ოცნებას - ზაქარია ქუცნაშვილი

„მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ჩვენ არ გვეშინია რუთავი2-ის, არც გვსურს რუსთავი2 პოლიტიკურ ორგანიზაცია ქართულ ოცნებას,“ - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ტელეკომპანიის საქმეზე გადაწყვეტილების დაჩქარებულ ვადებში ჩაბარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დეპუტატის განმარტებით, საპროცესო ვადები დარღვეული არ არის.

„საპროცესო ვადები დარღვეული არ არის. 2 დღეში დაწერენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, 4 დღეში თუ 2 კვირაში, ეს მოსამართლეების გადასაწყვეტია. მინდა, გითხრათ, რომ 2-კვირიანი ვადა ჩვეულებრივი სტანდარტია. მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ჩვენ არ გვეშინია რუთავი2-ის, არც გვსურს რუსთავი 2 პოლიტიკური ორგანიზაცია ქართულ ოცნებას. 2012 წელს ბევრი რუსთავი2-ის მსგავსი ტელევიზია იყო, მაგრამ მაშინ ნაციონალური მოძრაობა მაინც დავამარცხეთ. ასე რომ, არ გვჭირდება, არც გვეშინია რუსთავი2-ის,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

დღის ამბები