19 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
პროცესმა გამოავლინა ბევრი მანკიერი ფაქტი ჩვენს რეალობაში - თამარ კორძაია რუსთავი2-ის საქმეზე

„პროცესმა გამოავლინა ბევრი მანკიერი ფაქტი ჩვენს რეალობაში,“ - ასე აფასებს რესპულიკელების წევრი, თამარ კორძაია, სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების დაჩქარებულ ვადებში ჩაბარებას. 

ამასთან, კორძაიას თქმით, რუსთავი2-ის პროცესმა ქართული მართლმსაჯულების მიმართ ნდობას დიდი ზიანი მიაყენა.

„რომ ჩავიხედოთ "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში", სასამართლოს გადაწყვეტილების ასე დროულად დაწერით კანონი არ დაურღვევია. ასევე ჩაბარების უფლება მას ჰქონდა. რაც შეეხება რუსთავი2-ის საქმეს, ამ პროცესმა გამოავლინა ბევრი მანკიერი ფაქტი ჩვენს რეალობაში. ვფიქრობ, ამ პროცესმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ინტერესს,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები