ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის ბულვარში განთავსებული ამბულატორია დაათვალიერა. დავით სერგეენკო ამბულატორიის მუშაობისა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას გაეცნო.
მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე სკრინინგიც ტარდება. სწრაფი, მარტივი ტესტის გაკეთება ყველა მსურველს ყოველდღე, 10:00-დან 14:00 საათამდე, შეუძლია.
„რამდენიმე ათეულმა პაციენტმა მიმართა უკვე. საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა იყო მსუბუქი, თუმცა დროული ჩარევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.