თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ფსიქოლოგიური დეპარტამენტი გაიხსნა. "ონკოლოგიური სიფხიზლე",- ასე ეწოდება პროექტს, რომლის განხორციელებაც ახლადაშექმნილ დეპარტამენტში დაიწყეს.
პროექტის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენენ.
დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტიც. ღონისძიება 8 ივლისს გაიმართება. შემოსული თანხა კი პაციენტთა კავშირში გადაირიცხება.