მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა ისევ გადაკეტილია. დარიალის ხეობაში განვითარებული სტიქიური პროცესების გამო, მესამე დღეა, გაჩერებული ავტომანქანების რამდენიმე კილომეტრიანი კოლონა გზაზეა გაჩერებული.
ამ დროისთვის ადგილზე 40-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, მიმდინარეობს ინერტული მასალის შეტანა და მისასვლელი გზების მოწყობა.
საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ელოდებიან თერგში წყლის დონის დაწევას, რის შემდეგაც მძიმე ტექნიკა უშუალოდ გზის აღდგენით სამუშაოებზე გადავა.
134-ე 135-ე კილომეტრებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრობა 23 ივნისს აიკრძალა.