01 ოქტომბერი 2024,   23:22
ვრცლად
თბილისში ქუჩის მუსიკის ფესტივალი დაიწყო

თბილისში ქუჩის მუსიკის ფესტივალი დაიწყო. კონცერტები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ლოკაციაზე იმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ხუთი ქვეყნიდან ჩამოსული შემსრულებლები იღებენ.

ფესტივალი უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანი ქუჩის მუსიკოსების პოპულარიზაციაა.

ფესტივალი ორდღიან პროგრამას ითვალისწინებს და ხვალ მთაწმინდის პარკში დაიხურება.

დღის ამბები