ამ წუთებში თბილისის სხვადასხვა რაიონში ბაიკერები იკრიბებიან. ისინი მდუმარე აქციით ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოლენებს აპროტესტებენ.
2 დღის წინ საპატრულო პოლიციის დადევნების შემდეგ შეჯახება ბაიკერსა და ავტომობილს შორის მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაიკერის გარდაცვალებით დასრულდა. ხოლო წუხელ, გვიან ღამით, ბაიკერებმა მდუმარე აქცია გამართეს, რომელიც 4 პირის დაკავებით დასრულდა.
ისინი მომხდარ ფაქტებს აპროტესტებენ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
მოტომოყვარულების განცხადებით, ბოლო დროს ხშირია საპატრულო პოლიციის მხრიდან დაუსაბუთებელი ჯარიმების გამოწერა ბაიკერებისთვის.