ცნობილი ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ანაკლიის პოტენციალს ადგილზე გაეცნენ.
ე.წ ლოკაციის მენეჯერები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა ტრანსფორმერები და კაპიტანი ამერიკა, სამეგრელოში ეკონომიკის სამინსიტროს ინიციატივით იმყოფებოდნენ.
პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში ჰოლივუდის წარმომადგენლები 20 ივნისიდან სხვადასხვა რეგიონებს სტუმრობდნენ. ლოკაციის მენეჯერების რეკომენდაციის შემთხვევაში ქვეყანაში შესაძლოა ჰოლივუდის ახალი პროდუქტების წარმოება მოხდეს.
ამერიკული კინოინდუსტრიის წარმომადგენლების ვიზიტი ბათუმში დასრულდება.