ტელეკომპანია რუსთავი2 მეორე ინსტანციის გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის ემზადება. ამის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში ტელეკომპანიის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, ისაუბრა.
პარალელურად, რუსთავი2 იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონდარღვევითა და ვადაზე ადრე გადაწყვეტილების გაგზავნის თაობაზე ოფიციალურ რეაგირებას მოითხოვს.
"მიმართვა უკვე მზად არის და ორშაბათს გავგზავნით წერილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოს, სადაც მოვითხოვთ კონკრეტულ რეაგირებას სააპელაციო სასამართლოს მოქმედებებზე, რაც ჩვენი შეფასებით, ცალსახად კანონის დარღვევაა,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.