სააპელაციო სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით ჩაბარებული დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროექტის მენეჯერი, გიორგი გვილავა, "უპრეცედენტოს" უწოდებს.
როგორც კურიერის პირდაპირ ეთერში გვილავამ განაცხადა, "ასეთი მოქმედებით დასტურდება, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ინტერესებთან".
„სააპელაციო სასამართლოს მოქმედება უპრეცედენტო იყო, აქამდე მსგავსი მოქმედება სასამართლოს არ განუხორციელებია. ეს არ არის სწრაფი მართლმსაჯულება, ეს არის შერჩევითი სამართალი. ეს ხდება უსირცხვილოდ და დაუფარავად,“ - განაცხადა გიორგი გვილავამ.