“დიახ, კანონი ნამდვილად დაირღვა,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილების დაჩქარებულ ვადებში ჩაბარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მშვენიერაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლება როგორც მხარე, ღიად არის პროცესში ჩართული.
„ის ცდილობს, საკუთარი ქმედებებით შექმნას ისეთი გარემო, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში დატოვებს, როგორც ტელეკომპანიის დღევანდელ მოწილეებს, ასევე თავად კომპანიას,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მშვენიერაძის თქმით, არავინა არ დარჩა ქვეყანაში, ვინც არ საუბრობს იმ საკითხზე, რომ "სასამართლო, ხელისუფლება ამ პროცესში იქცა მხარედ“.
„ახლა უკვე, რაც სააპელაციო სასამართლოში მოხდა და გადაწყვეტილების ადრე ჩაბარება მოხდა, ამით ყოველგვარ ზღვარს გადავიდა უკვე ხელისუფლება, მათ შორის სასამართლო ხელისუფლება,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.