ჰოლივუდელი პროდიუსერები საქართველოს სხვდასხვა კუთხის მონახულების შემდეგ აჭარაში ჩავიდნენ. ისინი კინო გადაღებისთვის ადგილების შესარჩევად ამჯერად ბათუმს ესტუმრნენ. ე.წ. ლოკაციის მენეჯერებს, ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა: ტრანსფორმერები, კაპიტანი ამერიკა, წვეულება ვეგასში, შეუსრულებელი მისია.
ისინი ქვეყანაში კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში უკვე თითქმის ერთი კვირაა იმყოფებიან. ამ პერიოდის განმავლობაში მათ მოინახულეს თბილისი, ასევე კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, სვანეთი.