აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყებას ოპოზიცია ეხმაურება. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ აეროპორტის ვალდებულება კონტრაქტში ჯერ კიდევ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდო.
„ჩავდეთ კონტრაქტში, რომ მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად, როცა ის მილიონ 800-ს მიაღწევდა, უნდა აშენებულიყო ახალი ტერმინალი, ამიტომ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება იძახის არის ტყუილი,“- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო.