რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების დროს არა ერთი პოლიტიკოსი ზღვარს გადავიდა, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებში არ ჯდება - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
ტელეკომპანია კავკასიის ეთერში საუბრის დროს გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის კრიტიკულობა მისი მუშაობის მთავარი შემადგენელი ნაწილია და ამაში პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ.
"რუსთავი 2-ის საქმეში ძალიან აქტიური იყო პოლიტიკური კლასი. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი თავის რიტორიკაში გადავიდა ზღვარს მედიასთან ურთიერთობის დადგენილ დემოკრატიული სტანდარტების ზღვარს. მეც ხელისუფლების ნაწილი ვარ და არ ვებრძვი რუსთავი 2-ს, პირიქით, მიმაჩნია რომ დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და იმასაც გიდასტურებთ, რომ ეს თემა არის უმთავრესი ჩვენ პარტნიორებთან დისკუსიის დროს. რუსთავი 2 ფაქტია, რომ არის პოლიტიკური ლანდშაფტის სერიოზული მოთამაშე, მედია ლანდშაფტის სერიოზული მოთამაშე და მეტსაც გეტყვით, ფაქტია, რომ რუსთავი 2-ს ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსებიც განიხილავენ ძალიან აქტიურად," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.