კანონი და სამართლიანობა - ამ თემაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არტისტული გრაფიკის, ფოტოგრაფიის და ციფრული ფერწერის ტექნიკით შესრულებული პოსტერები.
4 ცნობილი ბულგარელი ხელოვანის ნამუშევრები დათვალიერება ივლისის ბოლომდეა შესაძლებელი.
„ხელოვნება მხოლოდ გართობა არ არის, ის გვეხმარება ერთმანეთს დავანახოთ ის პრობლემები, რაც ქვეყანაში წინა პლანზე დგას,“ - აღნიშნა ბულგარეთის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორმა, ლუდმილა დიმიტროვამ.