19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
მე-16 დაბალი რისკის პენიტენციალურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა ამოქმედდა

მე-16 დაბალი რისკის პენიტენციალურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა ამოქმედდა. 20 მსჯავრდებული კულინარიას 6 თვის განმავლობაში პროფესიონალი მზარეული- მანუელისგან ისწავლის.

კურსის დასრულების შემდეგ კი მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

მსჯავრდებულებს დღეს სასჯელაღსრულების მინისტრი და შეერთებული შტატების ელჩი შეხვდნენ.

"ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ დიდი დახმარების მხოლოდ ნაწილია, რომელსაც ჩვენ სამართალდამცავი ორგანოებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის ვახორციელებთ. ჩვენ მსგავსი კურსებით ვეხმარებით პატიმრებს რესოციალიზაციაში," - განაცხადა იან კელიმ.

დღის ამბები