ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით TURKISH AIRLINES-ის ორი რეისი გაუქმდა. საღამოს 23 საათზე სტამბოლის მიმართულებით გაფრენილი თვითმფრინავი კი ანკარაში დაჯდა.
ასევე გაუქმდა თელავივის რეისიც, თუმცა როგორც აეროპორტში აცხადებენ, მიზეზი არ არის მომხდარი აფეთქება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და მობილიზებული არიან სამართალდამცველები.