19 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი სავარაუდოდ საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

ოჯახი კომენტარს არ აკეთებს. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ შეიტყვეს ბორჩაშვილის გარდაცვალების შესახებ, თუმცა არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია. მათივე თქმით, ახალგაზრდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. როდის გადავიდა სირიაში არ იციან.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში საბრძოლველად პანკისის ხეობიდან 50-მდე ახალგაზრდაა წასული.

დღის ამბები