დარიალის ხეობაში მდინარე თერგის კალაპოტში დაბრუნებას მიმდინარე სამუშაოების შედეგად დღეისათვის ვარაუდობენ. ამის შემდეგ კი დაიწყება გზის აღდგენა.
სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთი ინტენსიურად იწმინდება. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
დარიალის ხეობაში მიმდინარე პროცესებს კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.
„ამჟამად მთავარი ამოცანაა, რომ თერგი დაუბრუნდეს ძველ კალაპოტს. ანუ მოხდეს მისი გადაგდება ძველ კალაპოტში. შემდეგ დაიწყება უშუალოდ გზის აღდგენითი სამუშაოები. დაახლოებით მდინარის კალაპოტში დაბრუნებიდან 10 დღის ვადა ივარაუდება, რაც საჭირო იქნება აღდგენითი სამუშაოებისთვის,“- განაცხადა მინდია ჯანელიძემ.