თურქეთში საქართველოს საკონსულოში ამ დრომდე მოქმედებს ცხელი ხაზი. ათათურქის აეროპორტში დარჩენილი საქართველოს 33-მდე მოქალაქე ამ დროისთვის სასტუმრო დევმანში იმყოფება. ისინი ამ დრომდე ელოდებიან საქართველოში გამოფრენას, თუმცა მათთვის უცნობია მოხდება თუ არა სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.
როგორც საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, ისინი ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ უშუალოდ აფეთქების ადგილთან. მათი ინფორმაციით, როდესაც აფეთქება მოხდა, ავია კომპანიამ მათ უარი უთხრა დაფინანსებაზე და განუცხადა, რომ საკუთარი სახსრებით უნდა მოეძებნათ ღამის გასათევი.
ასევე მათი ინფორმაციით, მათ მოგვიანებით საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები დაეხმარნენ და ისინი დააბინავეს აღნიშნულ სასტუმროში.
თურქეთში დარჩენილმა საქართველოს მოქალაქეებმა, კურიერს მიაწოდეს ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც თვითმხილველები მომხდარის შესახებ ყვებიან.
"შეიქმნა პანიკა, ჩაგვიყვანეს გასასვლელებში, გამოგვიყვანეს უსაფრთხო ადგილას, დაგვხდა გარეთ საქართველოს კონსული, ბატონი ირაკლი ასანიშვილი, სასტუმროში დაგვაბინავეს და ამჟამად ვსხედვართ სასტუმროში“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი