19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
საგარეო უწყება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავშეკავებას ურჩევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან. 

განცხადება ცოტა ხნის წინ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღონიას განცხადებით, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, როგორც ქალაქ სტამბოლის, ასევე თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, გადაყვანილია სასტუმროებში.

„თურქული მხარის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი თანამემამულეები დაღუპულთა და დაშავებულთა შორის კვლავ არ არიან. თუმცა, მონაცემები დინამიურად და მყისიერად იცვლება. სამწუხაროდ, რაოდენობა იზრდება, როგორც დაშავებულთა, ასევე დაღუპულთა. ამიტომ, შესაძლოა ყოველ წუთს შეცვლილი ინფორმაცია მივიღოთ. საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით და საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო მითითებით, ის მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოფრენა და თავისით დამოუკიდებელი გადაადგილება, 100-ზე მეტი მოქალაქე განთავსდა სასტუმროებში,“- განაცხადა დავით ჯალაღონიამ. 

დღის ამბები