ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით turkish airlines-ის ორი რეისი გაუქმდა. საღამოს 11 საათზე სტამბოლის მიმართულებით გაფრენილი რეისი კი ანკარაში დაჯდა.
ოფიციალური ინფორმაცია, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ავია კომპანიის turkish airlines-ის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე მგზავრი რჩება, როლებიც სტამბულის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ავიაკომპანიიდან არ მიუღიათ შესაბამისი ინფორმაცია თუ როდის აღდგება ფრენები, ხოლო მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ გაუქმებული რეისი დილის 5 საათზე შესრულდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაძლიერებულია უსაფრთხოების ნორმები, პატრულირებენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ასევე ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლები. რაც შეხება ფრენებს სხვა მიმართულებით, როგორც სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ჩვეულ რეჟიმში შესრულდება.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მიმართულებით გაუქმებული რეისები სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამით შესრულდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საღამოს 5 საათისთვის, სტამბოლიდან თბილისის მიმართულებითაც შესრულდება რეისები.
ავტორი: ეკო მაღრაძე