სამართალდამცველებმა ათათურქის სახელობის აეროპორტის თანამშრომლების და ტერაქტის თვითმხილველთა დაკითხვა დაიწყეს.
გამოძიება თავდამსხმელების ვინაობისა და იმის დადგენას ცდილობს, ჰყავდათ თუ არა მათ თანამზრახველები.
თურქული სააგენტოების ნაწილი წერს, რომ აეროპორტში 7 თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდა, რომელთაგანაც სამმა თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ხელისუფლება მის ორგანიზებაში ისლამურ სახელმწიფოს ადანაშაულებს.
სროლასა და აფეთქებების სერიას, ოფიციალური მონაცემებით, 36 ადამიანი ემსხვერპლა, 150-მდე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის უცხოელებიც არიან.