19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
გადადებული და გაუქმებული რეისები - საქართველოს მოქალაქეები თურქეთიდან გამომგზავრებას ელოდებიან

ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ტერაქტისას დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. გადადებული და გაუქმებული რეისების მგზავრები, საკონსულომ სასტუმროებში გადაიყვანა და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აფეთქების და სროლის დროს აეროპორტში იმყოფებოდა იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ქეთი ქვარცხავა, რომელმაც კურიერს შემთხვევის ადგილიდან ფოტო და ვიდეო მასალა მიაწოდა. მისივე თქმით, ფრენები საქართველოს მიმართულებით  დღეს საღამოს აღდგება.

“დაახლოებით 10 საათზე გუშინ საღამოს, როდესაც სრულდებოდა საქართველოში მომავალი რეისებიც, ატყდა ხმაური, სროლა შემდეგ აფეთქება. დიდი ხნის განმავლობაში ხალხი ვერ მოდიოდა გონს. რამდენჯერმე განმეორდა პანიკური მდგომარეობა. შემდეგ მგზავრები გადაიყვანეს გარეთ. აქ იყო დანგრეული აბსოლუტურად რამდენიმე ადგილი, თვითონ აეროპორტის ტერიტორიაზე. საკონსულოს წარმომადგენლები ძალიან ოპერატიულად მოვიდნენ, გენერალური კონსული კარებთან იდგა და ელოდებოდა ყველა საქართველოს. ხოლო რაც შეეხება კომპანიის წარმომადგენლებს, უბრალოდ არ ჩანდნენ და საერთოდ არ იყვნენ ტერიტორიაზე. დღეს აღდგება ფრენები საღამოს 11 საათზე იქნება ჩვენი რეისი“ - განაცხადა იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ქეთი ქვარცხავამ.    

ავტორი: დავით ქაშიაშვილი       

დღის ამბები