19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები ისევ ავიაკომპანიების განმარტებებს ელოდებიან

ათათურქის აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება ეტაპობრივად განაახლა, თუმცა თბილისი -სტამბოლის გადადებული რეისების მგზავრები კვლავ ავიაკომპანიების განმარტებებს და ფრენას ელოდებიან.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ დროისთვის, იმ მგზავრების მცირე ნაწილი იმყოფება, რომლებიც თურქეთის მიმართულებით გუშინ უნდა გაფრენილიყვნენ. მათი ძირითადი ნაწილი atlasglobal-ის მგზავრები არიან. ავიაკომპანიის წარმომადგენლები ამ დრომდე აეროპორტში არ გამოჩენილან, შესაბამისად,  მგზავრებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ როდის შესრულდება გაუქმებული რეისები.

რაც შეეხება ფრენებს სხვა მიმართულებით, როგორც სხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რეისები ჩვეულ რეჟიმში შესრულდება.

ამ დროის ინფორმაციით, პირველი რეისი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით უნდა შესრულდეს საღამოს 10-ის ნახევარზე, ხოლო თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით, ფრენა ამ დროს ინფორმაციით,  ჩანიშნულია 11 საათზე, თუმცა არ არის გამორიცხული, ინფორმაცია დღის ბოლომდე შეიცვალოს.

კიდევ ერთი ავიაკომპანია, რომელმაც გუშინ რეისები გააუქმა არის turkish airlines. მგზავრების ნაწილმა ავიაბილეთები გადაცვლა, ზოგმა კი საერთოდ დააბრუნა.

თავად ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მედიასთან ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები