"ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ"- ეს განცხადება იანოშ ჰერმანმა სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გააკეთა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მომხდარი დაგმო.
"ღრმად შემძრა მომხდარმა ფაქტმა, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მეც ხშირად ვსარგებლობ ამ აეროპორტით, ჩვენ ვგმობთ მსგავს მოვლენას და ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ,“- განაცხადა ჰერმანმა.