19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტი - თურქეთს სამძიმარს მთელი მსოფლიო უცხადებს

ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თურქეთს სამძიმარს მთელი მსოფლიო უცხადებს. ნატო-ს გენერალური მდივანი წერილობით განცხადებაში ამბობს, რომ ტერორიზმს გამართლება არ აქვს და მოკავშირეები ამ ბრძოლაში თურქეთს სოლიდარობას უცხადებენ.

განცხადება გააკეთა დევიდ კამერონმაც. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა პარლამენტში გამართული დებატების დროს აღნიშნა, რომ უკვე ელაპარაკა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და მოკავშირე თურქეთს ტერაქტის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.

დახმარება გამოძიებაში ოფიციალურ ანკარას ევროპელმა ლიდერებმაც შესთავაზეს. ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა ყურადღება დამნაშავეების დადგენისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები