19 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტში მონაწილე სავარაუდო ტერორისტის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურმა თავდასხმიდან თითქმის 24 საათის შემდეგ სავარაუდო ტერორისტის პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ეჭვმიტანილი ფეხსაცმლით ამოიცნეს. სამართალდამცველებმა აეროპორტში ორი აუფეთქებელი ხელყუმბარაც იპოვეს, ერთ-ერთი თავდამსხმელის ზურგჩანთაში იყო.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თურქეთში გუშინ საღამოს მოხდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ცეცხლი ჯერ ავტოსადგომზე გახსნა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი ადგილზევე აიფეთქა, ორმა კი საერთაშორისო ტერმინალის შენობაში შეჭრა მოახერხა და ასაფეთქებელი მოწყობილობები უსაფრთხოების ზონის მახლობლად აამოქმედა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სროლასა და აფეთქებებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 240-ს აღწევს. გარდაცვლილთა შორის 23 თურქეთის, 13 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 40-მდე დაშავებული ამ დრომდე სტამბოლის სხვადასხვა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

29 ივნისი თურქეთის ხელისუფლებამ საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა. ოფიციალური ანკარა სამძიმარს დღეს მთელი მსოფლიოდან იღებს.

ავტორები: ნინო დვალიშვილი, ედიშერ თათელიშვილი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები