სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საქართველოს საზღვარსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე სამართალდამცველების განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული. თურქეთის ტერაქტის შემდეგ გამკაცრებულია ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის კონტროლიც.
უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების პარალელურად, შეფერხებული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა. სტამბოლის მიმართულებით გუშინ გაუქმებული რეისები თითქმის ერთი დღის დაგვიანებით სრულდება. კომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც რეისების გადადების მიზეზად სწორედ ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი დასახელდა.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ნიკა ლეჟავა, თამარ შალოშვილი.