19 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის განცხადებას მოსახლეობის ნაწილის განაწყენება მოყვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებას მოსახლეობის ნაწილის განაწყენება მოყვა. დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიებს და საზოგადოებას მითითებები უკვე მეორედ მისცა და დოლარის შეძენა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ურჩია.

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მმართველ გუნდს სავალუტო პოლიტიკა არ აქვს. ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდეს. შეგახსნებთ, რომ  ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2.34 თეთრია.

ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ინტერვენციები მიუღებელია ექსპერტების ნაწილისთვის. ანალიტიკოსებს მიჩნიათ, რომ გვენეტაძის უწყებას და მთავრობას შორის კომუნიკაციის დეფიციტია.

ეროვნულ ბანკში ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები