19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით გუშინ ოთხი რეისი შესრულდა

სტამბოლიდან გუშინ ოთხი რეისი შესრულდა თბილისის მიმართულებით. სამი რეისი ავია კომპანია turkish airlines-მა განახორციელა. თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტიდან გამოფრინდა.

მგზავრების თქმით, სტამბოლის აეროპორტში სიმშვიდე იყო, თუმცა იგრძნობოდა დაძაბულობა. პირველმა რეისმა 15 წუთი, მეორემ კი ერთი საათი დააგვიანა.

გვიან ღამით ასევე შესრულდა ტერაქტის გამო გაუქმებული, ავიაკომპანია atlasglobal-ის რეისი სტამბოლი-თბილისის მიმართულებით. მას იმ მგზავრების ნაწილი ჩამოყვა, რომლებსაც სტამბოლში მოუწიათ დარჩენა, რეისის გაუქმების გამო და რომლებიც ტერაქტის დროს აეროპორტში იმყოფებოდნენ.

გუშინ 215 მგზავრი ჩამოფრინდა ამ რეისით. დღეს კიდევ დარჩენილი ნაწილი გამოემგზავრება. მგზავრები, რომლებიც შეესწრნენ ტერაქტს, კურიერთან მომხდარის დეტალები გაიხსენეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები