სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, სამძიმრის ნიშნად, თბილისის ანძა წუხელ თურქეთის დროშის ფერებში განათდა.
სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 42-ს მიაღწია. ერთ-ერთი დაშავებული მიღებული ტრავმების შედეგად საავადმყოფოში გვიან ღამით გარდაიცვალა. ამ დრომდე სტამბოლის საავადმყოფოებში კიდევ 128 ადამიანი იმყოფება